გიგა ბოკერია - საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ფარცხალაძე მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა - ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა, ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ

ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასეთ რამეს იძიებდეს, აბსოლუტურად ბუნებრივია, ამიტომ აშშ-ს ელჩის განცხადება ლეგიტიმურია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა.

„ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ფარცხალაძე საკუთარ თავს არ წარმოადგენდა ამ საქმეში, ის წარმოადგენდა რეჟიმს, ეს არის პრობლემა. ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა. საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ის მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა. ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ელჩის, რობინ დანიგანის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა