ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ის რვა პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-ზე მეტი სტუდენტი ისწავლის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ ქვეყნისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია.

„ხშირად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამ ინსტიტუციის საშუალებით იღრმავებენ ან ეუფლებიან ახალ პროფესიებს სხვადასხვა მიმართულებით. შრომის ბაზარზე ამ ადამიანებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია“, - განმარტა რექტორმა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, სტუდენტებს თსუ-ში დახვდებათ განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი სტუდენტური სივრცეები, მათთვის ლექციებს წაიკითხავენ სფეროს პროფესიონალები.

„მინდა თავი იგრძნოთ ამ უნივერსიტეტის სრულფასოვან ნაწილად. თქვენ ხართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. თქვენ უნდა შექმნათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისეთი განათლება მივცეთ ჩვენს სტუდენტებს და ისეთი თაობა აღვზარდოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს ჩაიბარებს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა.

თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ასევე, იზრდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობაც.

მისი თქმით, მომავალი წლიდან კიდევ რამდენიმე პროგრამა დაემატება, მათ შორის, შეიქმნება ერთობლივი პროგრამა ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.

უნივერსიტეტის განმარტებით, მარიამ ხმიადაშვილი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“ ისწავლის.

„ძალიან საინტერესო სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი ჩემი კარიერული და პიროვნული ზრდის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარიამ ხმიადაშვილმა.

„2023 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

2023 წლის მიღებაზე 400 ადგილზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. პროფესიული პროგრამების სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის