მერაბ კაკულია - ციფრული ბანკი მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ პლატფორმას და ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს შესთავაზებს

„ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ახალი ციფრული ბანკის საქმიანობის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეშ ბანკი“ მომხმარებელს თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს შესთავაზებს, საბანკო მომსახურების სრული სპექტრის მიღება კი მხოლოდ დისტანციური არხებით იქნება შესაძლებელი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, „ჰეშ ბანკის“ საერთაშორისო გადახდების სისტემა 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით იქნება ხელმისაწვდომი, ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტარიფების კუთხით საუკეთესო შეთავაზება ექნებათ.

მერაბ კაკულია რამდენიმე სიახლეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ციფრული ბანკის მხრიდან უახლესი ტექნოლოგიური პლატფორმის და პროდუქტის დანერგვას გულისხმობს.

„ჰეშ ბანკის ელექტრონული კომერციის/გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, განსაკუთრებით მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებზე. სისტემა საშუალებას აძლევს მათ უმნიშვნელო ადამიანური და ფინანსური რესურსით, უმოკლეს დროში მიიღონ Visa/MasterCard, Google/Apple Pay და სხვა გადახდები“ , - აღნიშნა „ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზგასასმელია სიმარტივის და ოპერატიულობის ფაქტორიც.

გადარიცხვა შესაძლებელი იქნება როგორც საბანკო ანგარიშის, ისე საერთაშორისო ბარათის ინიციალით, თანხის ასახვა კი მყისიერად მოხდება მიმღების ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა აღჭურვილი იქნება რისკების შეფასებისა და თაღლითობისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებებით, რაც კიბერთავდასხმის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "ჰეშზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. ციფრული ბანკი მომდევნო 7 თვის განმავლობაში მხოლოდ სატესტო რეჟიმში იფუნქციონირებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა