ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მედიასთან განაცხადეს, ეუთოს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ ეუთოს მისია ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოვა და წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად სამი საკითხი განიხილეს, უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება, კანდიდატის სტატუსი და არჩევნები.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისაუბრეს მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე, დაბალი ბარიერის მნიშვნელობაზე და იმ ახალ ინიციატივებზე, რაც ჩნდება საპარლამენტო დისკუსიის სივრცეში და მათ შეშფოთებას იწვევს.

"მაგალითად, ძველი პირადობის მოწმებების გამოყენება არ იყო დღის წესრიგში და გაჩნდა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მხრიდან ინიციატივაზე. ეს საკითხი რეალურად წამოჭრა "ქართულმა ოცნებამ" და როგორც ჩანს, აპირებს კიდეც მის მიღებას და დამტკიცებას, რითაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აპირებენ მის გამოყენებას გაყალბების საშუალებად.

ვისაუბრეთ ასევე ქალი პოლიტიკოსების მადისკრედიტებელ კამპანიაზე, რომელიც დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს არ უზრუნველყოფს თანასწორ მონაწილეობას საარჩევნოდ. ვისაუბრეთ პროგრამებზე, რასაც ხშირად იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსისთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვყავდეს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და სწორად ამაზე მივიღეთ პირობა, რომ ეუთოს ექნება გრძელვადიანი დაკვირვება, რაც ნიშნავს აქ მისიის 4-5 თვით ადრე მოვლინებას, რომ დააკვირდეს წინასაარჩევნო პროცესებს", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია