ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება 273 მლნ ლარით იზრდება და 2 მილიარდ 952 მილიონ ლარს შეადგენს

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება 273 მლნ ლარით იზრდება და 2 მილიარდ 952 მილიონ ლარს შეადგენს.

მისი თქმით გათვალისწინებულია:

  • ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდამ შეადგინა 45%;
  • თავდაცვის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გამოყოფილია 330,0 მლნ ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისთვის, გათვალისწინებულია 131 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 30 სახანძრო მანქანის შესყიდვა.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, მასზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული, მათ შორის:

  • 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი;
  • ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე;
  • 2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტ გზის რეაბილიტაცია.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ისაუბრა, რაზეც 2024 წელს 1,7 მილიარდი ლარი მიიმართება.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მლნ ლარის პროექტები, მათ შორის:

  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი;
  • თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 539 მლნ ლარი;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 266 მლნ ლარი;
  • მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში, კი მიიმართება 20 მლნ ლარი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო