პაატა კვიჟინაძე - 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს , - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, პარლამენტის 23 რეკომენდაციიდან მთავრობამ უმრავლესობა გაითვალისწინა.

“დარჩენილია მცირე ნაწილი და გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, წარმოდგენილი გადამუშავებული ვერსია, პირვანდელთან შედარებით 700 მილიონით არის გაზრდილი და ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის კუთხით სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ასევე, სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა