გორის მერმა ჩეხეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დელეგაციის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

„ჩეხმა სტუმრებმა მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. გორის მერმა მათ მუნიციპალიტეტის საინვესტიციო, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე, ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ პერსპექტიულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გორს სტუმრობდნენ ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენსი, ჩეხი ექსპერტი თომას პაველკა, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ჟანა ზელინგეროვა და ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორს თეონა რობაქიძე.

მერთან ერთად, სტუმრებთან შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე თარხნიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა