თბილისის მერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და 2024 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები.

„გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა სტაბილურობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ. ეს პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც აისახება მოსახლეობაზე და მათი ცხოვრების პირობებზე. ამ პროცესს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რისი დიდი მოლოდინიც აქვს საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, პია კაუმამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიღება. ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მიმდინარეობს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა პია კაუმამ.

შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა