კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა, კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, გურამ გეწაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ სტუმარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

„დაიგეგმა სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების და პროგრამების განხორციელება აგრარული მიმართულებით, რომელიც ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

როგორც კობა კობალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, აგრარული სექტორში ვეტერანთა ჩართულობის გაზრდა და მათი ხელშეწყობა სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა