ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას არ შეუძლია საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის საშუალება მისცეს

უკრაინას არ შეუძლია საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის საშუალება მისცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“თუ ეს ჩიხის ვითარება და გაყინული კონფლიქტი იქნება, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ. ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ. გვსურს იმის ცოდნით ვიცხოვროთ, რომ გავზრდით შვილებს, რომლებიც მერე სწორედ ასე იომებენ?.. ვინაიდან რუსეთი კვლავ მოვა, თუ მას ადგილს არ მივუჩენთ. როგორც არ უნდა იყოს, ომი დასასრულებელია. მშვიდობა გვსურს. კი, ეს დასასრული სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ის საჭიროა. და ის საჭიროა, რათა ბოროტება დაზარალდეს.

ჩიხში შესვლის ვითარება დროებითი სისუსტეა. თუ ომის დამთავრება გვსურს, ის უნდა დავამთავროთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

„მშვიდობის ფორმულაზე“ საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “თუ რუსეთი ერთ პუნქტს შეასრულებს - ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემა, ის ჩვენი ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, სწორედ ესაა ომის დასასრული”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა