სან-ფრანცისკოში ჯო ბაიდენისა და  სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

სან-ფრანცისკოში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, არსებითი მნიშვნელობისაა, რომ სამიტის დაწყებამდე მას და სი ძინპინს ერთმანეთის ნათელი გაგება ჰქონდეთ.

“ვფიქრობ, მთავარია მე და თქვენ, როგორ ლიდერებს, ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, მცდარი წაროდგენებისა და არასწორი კომუნიკაციის გარეშე,” - განაცხადა ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის შეჯიბრი კონფლიქტისკენ არ უნდა გადაიხაროს, ხოლო სი ძინპინთან მისი წინა შეხვედრები როგორც “გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო” შეაფასა.

“როგორც ყოველთვის, პირისპირი დისკუსიის შემცვლელი არ არსებობს. ჩვენს დისკუსიებს ყოველთვის მივიჩვენდი როგორც პირდაპირსა და გულწრფელს,” - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას და მის ჩინელ კოლეგას საკუთარი მოსახლეობების წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნიათ ერთად იმუშაონ, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ნარკოტიკების ტრაფიკისთვის წინააღმდეგობა და ხელოვნურ ინტელექტთან მიდგომა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა