ბენიამინ ნეთანიაჰუ ერდოღანზე - მისგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებთ

ტერორიზმის მხარდამჭერი ერდოღანისგან ჭკუის სწავლებას არ მივიღებთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებას მოყვა, რომელმაც ისრაელს “ტერორისტი სახელმწიფო” უწოდა.

“ის ისრაელს ტერორისტ სახელმწიფოს ეძახის, მაგრამ თავისი ქმედებებით ის ჰამასის ტერორისტ სახელმწიფოს უჭერს მხარს…მან თავად დაბომბა თურქეთის საზღვრებში მყოფი თურქული სოფლები - მისგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებთ,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი დიდი ალბათობით ბოლო წლების განმავლობაში კურთებით დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ქმედებებზე მიუთითებდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის