ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე - ვუბრუნდებით პირდაპირ, ღია, მკაფიო კომუნიკაციას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ.

„ვუბრუნდებით ­პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას. ორივე მხარის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის არასწორმა გათვლებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალური, პრობლემები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია ან რომელიმე სხვა დიდ ქვეყანასთან“, - აღნიშნა ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა.

„მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელწერა, ჩავხედე თვალებში - ჩვენ გვაქვს უთანხმოება. ბევრ რამეზე ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ ის პირდაპირი იყო. მე არ ვგულისხმობ კარგს, უკეთესს, გულგრილს, უბრალოდ პირდაპირს”, - თქვა მან.

მისი თქმით, გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის პრეზიდენტებს შორის და ორივე შეძლებს აიღოს ტელეფონი და დაუყოვნებლივ პირდაპირ მოუსმინოს ერთმანეთს. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომზე და ღაზაში კონფლიქტის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდნტის თქმით, ჩინელ კოლეგასთან ოთხსაათიანი სამიტის დროს ასევე შეთანხმდნენ ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე. ბაიდენმა განმარტა, რომ ჩინეთის თანხმობა ფენტანილის წინამორბედი ქიმიკატების შემცირებაზე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს და ხაზი გაუსვა, რომ აფასებს სი ძინპინის ვალდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა