გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მხარეებს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი.

„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელს ღაზას სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი - აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა - თავი შეიკავა.

გაერო-ში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რეზოლუცია რეალობისგან მოწყვეტილი და უაზროა. მისი მტკიცებით, ისრაელი მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით განაგრძობს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს