კომპანია Boxette Georgia-მ ამერიკიდან ამანათების ჩამოტანა დაიწყო

„ბოქსეტ ჯორჯიას“ სიახლე აქვს - კომპანიამ ამანათების ამერიკიდან საქართველოში ჩამოტანა დაიწყო. ამანათები ამერიკიდან კვირაში ორჯერ იგზავნება, გამოგზავნიდან 4-6 სამუშაო დღეში კი ნივთები უკვე თქვენს მისამართზეა თბილისში.

„ბოქსეტ ჯორჯია“ მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და ითვალისწინებს მის ინტერესებს. სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა ამერიკიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების სერვისი, რომელსაც სულ მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის თურქეთი და ჩინეთიც შეემატება. დაგეგმილია ახალი ფილიალების გახსნა თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. მომსახურების მაღალი ხარისხი, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირება, კონკურენტული ფასები, სხვა ქვეყნებში გადაზიდვების დიდი და წარმატებული გამოცდილება კომპანიას ამ სფეროს ლიდერად აქცევს.

„ბოქსეტ ჯორჯიას“ ერთ-ერთი სერვისის დახმარებით შეძლებთ (საქართველოში პირველად), გამოწერილი ნივთი უკან დააბრუნოთ, რაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

კომპანიამ დანერგა ლოიალობის სისტემა; დარეგისტრირდით დღესვე www.boxette.ge გახდით Gold სტატუსის მფლობელი და მიიღეთ სხვადასხვა ბენეფიტი: შეღავათიანი ტარიფები, უფასო მიტანა თბილისის მასშტაბით, ბაიერის უფასო მომსახურება და სხვა. გარდა ამისა, „ბოქსეტი“ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, რომლებიც კიდევ უფრო ამარტივებს ამანათის მიღების პროცესს. მაგალითად, ფიზიკური/რეალური წონის მომსახურება, ფოტოს სერვისი, გამოწერილი ნივთის საბაჟო გადასახადის კონტროლი, ამანათის გაყოფა და ა.შ.

„ბოქსეტ ჯორჯია“ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფის - Boxette-ის წევრია. ბიზნეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, თურქეთი, საქართველო და უზბეკეთი. „ბოქსეტ ჯორჯია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ქართული პროდუქტის გაყიდვა საერთაშორისო პლატფორმაზე (Amazon, eBay, Etsy, Walmart და ა.შ.).

„ბოქსეტ ჯორჯიამ“ საქართველოში პირველმა დაიწყო ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საწყობების (ფულფილმენთის) ქსელის აწყობა, რაც საგრძნობლად უწყობს ხელს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლიენტებს უკვე წარმატებით ემსახურება ბათუმის ფულფილმენთ (ლოგისტიკური) ცენტრი.

ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების გარდა, კომპანია სთავაზობს სასაწყობე სერვისებს ამერიკაში ელექტრონული კომერციით დაკავებულ კლიენტებს მთელი მსოფლიოდან.

აღსანიშნავია, რომ „ბოქსეტ“ ჯგუფს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ლოგისტიკაში. უკვე 3 წელია, რაც ოპერირებს საქართველოში და ამ დროის განმავლობაში აგზავნის საქართველოდან ამანათებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. კომპანია უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ამანათი ადრესატთან ჩავიდეს მაქსიმალურად სწრაფად, უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

„ბოქსეტ ჯორჯიას“ დიდი და წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით, უმაღლესი სტანდარტების შესატყვისი სერვისი, კლიენტის კმაყოფილებაზე მაქსიმალურად ზრუნვა, ინოვაციური მიდგომები გარანტიაა იმისა, რომ კომპანია მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და მომხმარებელს კიდევ მრავალ სასიამოვნო და პრაქტიკულ სიახლეს შესთავაზებს.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა