500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა

13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 800-ზე მეტ ინვესტორს უყრის თავს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023-ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი.

„წელს სამიტში მონაწილეობა „საქართველოს ბანკის“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის მიერ რეგიონში 500 Georgia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის მონაწილეებმა მიიღეს.

სამიტი სტარტაპების დამფუძნებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ საერთაშორისო კავშირები, გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიიღონ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც დააჩქარებს მათი ბიზნესის ზრდას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.

Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Georgia-ს მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის სტარტაპები:

Kings - „freemium” მოდელის გამოყენებით ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ ოლიმპიადებს სკოლის მოსწავლეებისთვის;

QuickShipper - პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ეხმარება ბიზნესებს, 20%-ით შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საწყობიდან მომხმარებლამდე, საკუთარი ტრანსპორტირების სერვისით. ხოლო, მაქსიმალური დატვირთვის დროს, გამოიყენონ გარე კომპანიების მიწოდების სერვისი.

Epoint - ეს არის კომფორტული e-commerce გადახდის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ყველა იმ „მერჩანტისთვის“, ვინც იყენებს ონლაინ გაყიდვებს.

Fortu Wealth - კერძო საბანკო გადაწყვეტა, რომელიც შექმნილია ულტრა-მდიდარი ინდივიდებისთვის.

DataMind - ეხმარება თანამედროვე კომპანიებს, შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და გამოიყენონ მონაცემები მონაცემთა საცავის სერვისის მეშვეობით, დაჯგუფებებისა და დროითი შეზღუდვების გარეშე.

Awork - ქართული დასაქმების აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია შეადგინოს რეზიუმე, გაფილტროს ვაკანსიები ლოკაციის, საჭირო გამოცდილებისა და სექტორის მიხედვით, ასევე ვებ გვერდიდან გაუსვლელად, გაგზავნოს რეზიუმე სასურველ პოზიციაზე. პლატფორმა დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნეს პროფილით გააციფრულოს და მართოს HR პროცესები.

Beep - აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, შექმნან ვიზუალური უკუკავშირი რეალურ დროში, რაც სამუშაო პროცესის გამარტივებას უწყობს ხელს.

My AI - ავსტრიული სტარტაპი შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, გაზარდონ მომხმარებლის ლოიალობა ინოვაციური ფინანსური ინფრასტრუქტურით. მისი მეშვეობით, ბრენდს შეუძლია შექმნას ლოიალობის პროგრამის ქულები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაში შეეძლება.

STORI - ქართული სტარტაპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს კონტენტის შექმნაში, მის გამოქვეყნებასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში ეხმარება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო