ისრაელის პრეზიდენტი - ღაზაში ვაკუუმს ვერ დავტოვებთ

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელი ვერ დატოვებს ვაკუუმს ღაზაში და უახლოეს მომავალში იქ ძლიერი ძალების შენარჩუნება მოუწევს, რათა თავიდან აიცილოს ანკლავში „ჰამასის“ ხელახალი აღზევება.

„თუ ჩვენ უკან დავიხიეთ, მაშინ ვინ აიღებს ხელში მართვის სადავეებს? ჩვენ ვერ დავტოვებთ ვაკუუმს. უნდა ვიფიქროთ, როგორი იქნება მექანიზმი, ბევრი იდეა არსებობს, მაგრამ არავის სურს ამ ადგილის, ღაზას, ტერორისტულ ბაზად გადაქცევა“, - განაცხადა ჰერცოგმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ისრაელის მთავრობა განიხილავს ბევრ იდეას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ღაზის სექტორის მართვა ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შეერთებული შტატები და რეგიონში ისრაელის მეზობელი ქვეყნები პოსტკონფლიქტურ წესრიგში გარკვეული ფორმით ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ომის შემდეგ ისრაელს ანკლავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება.

შეერთებულ შტატებში კი აცხადებენ, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორი პალესტინელებმა უნდა მართონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე