სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილზე - თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას საზოგადოებას წარვუდგენთ, ისევე, როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას

თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე, როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად მის საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მოადგილე პერიოდულად, პირადად ეცნობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს ექიმების კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად მიხეილ სააკაშვილთან შედის და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა. გარდა ამისა, პერიოდულად მასთან შედის ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და ეცნობა ვითარებას „ვივამედში“. ამავდროულად, ჩვენ რეგულარულად ვითხოვთ დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ასევე ვუგზავნით ექიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს ის სპეციალური ცოდნა, რომელსაც შეიძლება ჩვენი მოსაზრებები დავაყრდნოთ. ამასთან დაკავშირებით, თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა