ავჭალაში, ჭრებალოს ქუჩის მოწესრიგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები ავჭალაში, ჭრებალოს ქუჩაზე 1 580 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 116 000 ლარი დაიხარჯება.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა