რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პარლამენტში შეიძლება, პარტიების იმაზე ნაკლები რაოდენობა ვიხილოთ, ვიდრე ახლაა

ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პარლამენტში შეიძლება, პარტიების იმაზე ნაკლები რაოდენობა ვიხილოთ, ვიდრე ახლაა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

„Edison research -ის კვლევაში ერთმა სკანდალურმა მომენტმა წამოიწია წინ. კერძოდ, შედეგების ჯამი ერთხელ 102 გამოვიდა, შემდეგ შეასწორეს და 101. არადა 100-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეს დეტალი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ მიუთითებს, შედეგები ბუნებრივი არ არის, ხელოვნურია. ძნელია, ასეთ შედეგებს ენდო. მიუხედავად ამისა, რაღაც ტენდენციაზე ლაპარაკი შეიძლება. აქაც და Gorbi-სთანაც. ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე გამოკვლევაში ერთნაირი პროცენტით ფიგურირებს - 20%-ით. კიდევ ის, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შედეგები დაბალია. ამ პარტიებს ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, არ აქვთ. სავარაუდოა საერთო ტენდენცია, რომელიღაც ორპარტიული პარლამენტი, ანუ პარტიების რიცხვი უფრო მცირე შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს არის. პარლამენტი, სადაც ეს პარტიებიც ერთნაირი ძალით არ იქნებიან წარმოდგენილები. „ქართულ ოცნებას“ ხმების უფრო მეტი რაოდენობა ექნება“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა