ეროვნულმა გვარდიამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ეროვნულ გვარდიაში თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და გვარდიის ფუნქციასა და ამოცანებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებაც. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტუმრები დღის ბოლოს სასადილოსაც ეწვივნენ და „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა