დედოფლისწყაროში პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის ტრენინგების სერია დასრულდა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ მიზანია, აამაღლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.

შეხვედრების ფარგლებში გოგონებმა ტრენერების ჩართულობით თეორიულ საკითხებთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოებიც გაიარეს.

მოსწავლე გოგონებისთვის თემატური ტრენინგების სერია მთელი თვის მანძილზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას უკეთ გაუმკლავდნენ მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონისა და გენდერული ძალადობის გამოწვევებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 6-თვიანი პროექტს „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა