ჩინეთის საგარეო უწყება - ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინპინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა.

„ამგვარი განცხადება უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობენ „გარკვეული ფარული მოტივების მქონე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უთანხმოების დათესვას და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას".

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, მან, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს და დათესოს უთანხმოება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, იცის ეს“, - აღნიშნა მაო ნინმა.

შეგახსენებთ, კალიფორნიაში აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების სამიტი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ორ ქვეყანას შორის სამხედრო კომუნიკაციის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა, თუმცა, მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია. „ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, - განაცხადა ბაიდენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა