აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებისგან 2024 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ინიციატივის გათვალისწინებას ითხოვენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ინიციატივას წარადგენენ.

როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათ მიერ შედგენილი ბიუჯეტი რეგიონის მთავარ გამოწვევებს პასუხობს.

მათივე განაცხადებით, ბიუჯეტი რეგიონში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს.

„როდესაც ვხედავთ, რომ 140 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სიღარიბეშია და შიმშილობს 12 000-ზე მეტი ბავშვი, როცა ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას და მიდიან უცხოეთში სამუშაოდ ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რეგიონში ხალხი კარგად ცხოვრობს და გადაწყვიტეს ბიუჯეტი მოახმარონ მათი ხელფასების ზრდას, ავტოპარკს, მივლინებებს და კომფორტს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვეთანხმებით წარმოდგენილ ბიუჯეტს, ვერ დავეთანხმებით, როცა არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები პრიორიტეტების დოკუმენტში სიღარიბის დაძლევაზე, ამიტომ წარვადგინეთ წინადადებები, რომელიც პასუხობს მთავარ გამოწვევებს: რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გათვალისწინებული იქნას სოციალური მხარდაჭერის პროგრამა: 30 000 ქულამდე ერთ ოჯახზე 600 ლარი თვეში 30 001 – 57 000 ქულამდე ერთ ოჯახზე 500 ლარი თვეში 57 001 – 70 000 ქულამდე ერთ ოჯახზე 400 ლარი თვეში სოციალურად დაუცველ 3 წლამდე ბავშვებისათვის (70 000 ქულამდე) ბავშვთა კვებისა და მედიკამენტების 1000 ლარიანი ვაუჩერი; სოციალურად დაუცველ არასრულწლოვან ბავშვებზე (70 000 ქულამდე) დამატებითი სოციალური დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით; 200 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის სუბსიდირების პროგრამა, თითოეულ სტუდენტზე თვეში 500 ლარის ოდენობით; ასევე წარვადგინეთ ინიციატივები, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დაასაქმებს მოსახლეობას. მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან გათვალისწინებული იქნას ბიუჯეტში ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივები და ნაცვლად მაღალ თანამდებობის პირებზე კომფორტის შექმნისა, საბიუჯეტო თანხები მოხმარდეს რეგიონისა და მოსახლეობის მთავარი გამოწვევების დაძლევას და რეგიონის განვითარებას”, - აცხადებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა