„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო Agro, Food, Drink, Tech, Expo 2022 ჩატარდება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 17 – 19 ნოემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ექსპოს მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წელს გამოფენაში 6 ქვეყნიდან 70-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს წარუდგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი და შესაბამისად, გაზარდონ მათი პროდუქტის ცნობადობა. ასევე, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით, სხვადასხვა თემატური კონფერენცია, ვორქშოფი და B2B შეხვედრა ჩატარდება.

ბანკის განმარტებით, მოწვეულ სპიკერებს შორის არის „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

„გამოფენაზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგრო სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, ამასთანავე შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს ბანკისთვის“ სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროდუქტი და სერვისი შევქმენით, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებ და მეწარმეებს გავაცნობ თუ რა სახის მხარდაჭერას ვთავაზობთ. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას“ , - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მელქაძემ.

ინფორმაციისთვის, გამოფენის პარალელურად, 17–18 ნოემბერს, "ექსპოჯორჯიაში" აგრობაზარი გაიმართება, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ავთენტური პროდუქტი შეიძინონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა