ირაკლი კობახიძე - IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება შეეშალოთ - ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს

IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება შეეშალოთ - როდესაც 12 წლის განმავლობაში გეშლება, ლოგიკურია, რომ შეიძლება, მე-13 წელსაც შეგეშალოს - ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია გააკეთებს და საზოგადოებას წარუდგენს ცხრილებს, თუ როგორი იყო წარსულში, ერთი მხრივ, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევის, მეორე მხრივ კი, არჩევნების შედეგები.

„შეგიძლიათ გაიხსენოთ წარსულში გამოქვეყნებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა IRI, რომელსაც ატარებდა IPM; რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, ასევე რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და აქედან გამომდინარე შეუძლია საზოგადოებას დასკვნა გამოიტანოს, როგორ ჯობს პროგნოზების გაკეთება და რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საბოლო ჯამში იმ შედეგებს, რომელიც საარჩევნო სურათში აისახებოდა. ესაა ჩემი რეკომენდაცია - გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ - არა, ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევანად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი); „ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი); „ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი); „გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი); გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი); „მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი); „ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი); „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ ინფო“ - 1% (1% მეორე არჩევანი); „ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი); სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი).

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო