ირაკლი კობახიძე - გახარიამ გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში - პრაქტიკულად, ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან აქვს ვალი, „გადამგდებია“ ჩვეულებრივი

გახარიამ გადაიმტერა და გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში - პრაქტიკულად, ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან აქვს ვალები, „გადამგდებია“ ჩვეულებრივი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, არავითარი რესურსი „ამ სუბიექტს (გახარიას) არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში“.

„სინამდვილეში, გახარიამ გადაიმტერა და გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში, ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია საკუთარი წამოსვლა და წამოვიდა პარტიიდან, შეგვხვდა ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ პრაქტიკულად ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან აქვს ვალები, გადამგდებია ჩვეულებრივი, ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ. ასეთ პირობებში გასაკვირი არ არის, რომ ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები. საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში, როცა ხარ გადამგდები, როცა შეგიძლია, რომ საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგო, რა თქმა უნდა, იქ რომელ პოლიტიკურ წარმატებაზე არის საუბარი, ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდვინა საკუთარი პარტიის წევრებს, წარმოიდგინეთ არჩევნების წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და ეს ადამიანები გადააგო და როგორ გააჩერებს ესეთ ხალხს პარტიაში?“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოლოდინით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიორგი გახარიას პარტია მე-5 ან მე-6 ადგილზე გავა.

„რაც შეეხება გახარიას პარტიას, გახარია სინამდვილეში არის მე-5-6 ადგილზე და ამას ნახავთ არჩევნების შემდეგ. აგერ მე და აგერ თქვენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თუ მე-3 ადგილზე გავიდა გახარია არ ვიცი, ყველანაირი პასუხისმგებლობა შემიძლია ავიღო, მაგრამ გახარია გავა სადღაც მე-5-6 ადგილზე, რასაც დღევანდელი რეიტინგები აჩვენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა