ხატია დეკანოიძე - ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს ახალი კონფიგურაციის მოძებნაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს - თუ იქნება ჭკვიანური გათვლები, ხელისუფლების ცვლილებების შანსი არსებობს

ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს ახალი კონფიგურაციის მოძებნაზე, ახალი ალტერნატივის წარმოჩენაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ IRI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მათი მხრიდან ბარიერის შემცირებაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.

„პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტი გაჩერებულია პარლამენტში, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა, მხოლოდ ორი პარტია იყოს პარლამენტში, რაც ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ბარიერის საკითხი ჩემი აზრით დასრულებულია, ამიტომ ახლა ოპოზიცია კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, როგორ მოძებნოს ახალი კონფიგურაცია, როგორ წარმოაჩინოს ახალი ალტერნატივა და კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს. თუ ახალი ალტერნატივა შეიქმნება, იქნება ახალი კონფიგურაცია ჭკვიანური გათვლებით, შანსი არსებობს [ხელისუფლების ცვლილებების]”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა