ირაკლი კობახიძე - თუ ე.წ. საზღვართან რაიმე მშენებლობა წარიმართება, ესეც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა - პირველი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც ომი არ ყოფილა

თუ ე.წ. საზღვართან რაიმე მშენებლობა წარიმართება, ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ყველა თემასთან, მათ შორის ე.წ. საზღვართან და ე.წ. საბაჟოებთან დაკავშირებით და გვაცადეთ იმ პოლიტიკის წარმოება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, ვის პირობებშიც ომი არ ყოფილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ენგურის ხიდთან, სავარაუდოდ, საბაჟო ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებამ დაუტოვა.

„ეს არის სამწუხარო რეალობა, ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია. თუ რაიმე მშენებლობა წარიმართება ე.წ. საზღვართან ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ჩვენ არ ვაღიარებთ არავითარ საზღვარს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცხადი და ნათელია, მილიონჯერაა გაკეთებული შესაბამისი განცხადება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, განიხილება თუ არა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი საერთოდ არ განიხილება.

„მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი საკითხი საერთოდ არ განიხილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუ განხორციელდება ქვეყნის დეოკუპაცია, თუ აღდგენა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ყველა თემას განვიხილავთ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ფრენების აღდგენა და სარკინიგზო მიმოსვლა აბსოლუტურად განსხვავებული თემაა“.

„ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას კი მოლაპარაკება სჭირდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა