მოლდოვის თავდაცვის მინისტრი - წლის ბოლომდე მოლდოვა საჰაერო სივრცის მართვის თანამედროვე სისტემებს მიიღებს

წლის ბოლომდე მოლდოვა საჰაერო სივრცის მართვის თანამედროვე სისტემებს მიიღებს, - ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ განაცხადა.

„ჩვენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეტაპობრივად მივიღებთ. მათ რამდენიმე კომპონენტი, სათვალთვალო მექანიზმები გააჩნიათ. აქ საუბარია რადარებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე. მონიტორინგის სისტემების მიღება წლის ბოლომდე მოხდება“, - განაცხადა ნოსატიმ.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე პროექტშია ჩართული, რომელთა მიზანს ეროვნული არმიის მოდერნიზება და მოძველებული სამხედრო ტექნიკის ახლით ჩანაცვლება წარმოადგენს. ანატოლი ნოსატიმ აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის მართვის სისტემებს მოლდოვა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით შეიძენს, თუმცა მას კონკრეტული ღირებულება არ დაუსახელებია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა