ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას - ამ განწყობის ზრდა ხელს აძლევს „ოცნების“ პროპაგანდას

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ბარიერი, რომელიც გამარჯვებაში ხელს უშლიდათ, ეს იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.

აღნიშნულის შესახებ ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი, რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.

ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.

მოჰბეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.

ამ განწყობის არსებობა, მითუმეტეს ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს „ოცნების“ პროპაგანდას“, - წერს მელია.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა