დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ

შეუძლებელია არ შევეხო ამერიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას და პარალელურად, ამერიკის სენატის მიერ უკრაინისთვის და ისრაელისთვის დაფინანსების შეწყვეტას - მეორე საკითხი პირველის შედეგია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია.

„მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება - ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ერთადერთი ლიდერი სახელმწიფო ჰყავდა - ამერიკა, ორპოლუსიანად იქცა ჩინეთ-ამერიკის სახით. ამის დასტური იყო გუშინ, სან-ფრანცისკოში პრეზიდენტებს შორის გამართული ისტორიული შეხვედრა.

რას მიიღებს მსოფლიო ამით და სად იქნება საქართველოს ადგილი? - ალბათ, ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხიც აუცილებელია: ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშვიდობის სასარგებლოდ, უკვე მოჰყვა პირველი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან - სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსება აღარ გამოუყო უკრაინასა და ისრაელს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის პერიოდი უნდა დასრულდეს და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყონ სახელმწიფოებმა.

მშვიდობიან პოლიტიკაში საქართველოს უდიდესი უპირატესობა აქვს. ვინც ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას აკრიტიკებდა, ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პოზიციას აუცილებლად შეიცვლის. ამის ფონზე ოპოზიცია ფიასკოს ყოველდღიურად განიცდის, ჩვენ კი ძლიერი და გონივრული პოლიტიკის შედეგად, მხარდამჭერები ყოველდღე გვეზრდება.

ამერიკაც და ჩინეთიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორებია. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია. რაც შეეხება რუსეთს, ის ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა - ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ.

მსურს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, საქართველო აუცილებლად იქნება სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, ერთიანი სახელმწიფო. ეს იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისია და ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ, როგორი შეურაცხმყოფელი პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ ჩვენ წინააღმდეგ ოპონენტებმა.

სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის მოსაზრებასაც „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა