გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენელი - ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს

ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ გაერო-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ფოლკერ ტურკმა განაცხადა.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მრავალჯერადი და ღრმა დარღვევის შესახებ უაღრესად სერიოზული ბრალდებები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ სჩადის მათ, მკაცრ გამოძიებასა და სრულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამისთვის საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო“, - განაცხადა ტურკმა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ღაზაში არსებული სიტუაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.

ფოლკერ ტურკის განცხადებას ისრაელის ელჩი ჟენევაში, მეირავ ეილონ შაჰარი გამოეხმაურა და იგი ისრაელისა და “ჰამასის“ ქმედებების გაიგივების გამო გააკრიტიკა.

„თუ სახელმწიფო ვერ დაიცავს საკუთარ თავს, ან მას ამის გამო გააკრიტიკებენ, მაშინ ტერორისტული ორგანიზაციები უფრო და უფრო გათამამდებიან, რადგან დარწმუნებულნი იქნებიან, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას მიიღებენ“, - აღნიშნა მეირავ ეილონ შაჰარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა