ჯაბა სამუშიამ ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია 105“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძის ბიუსტი გაიხსნა.

ინფორმაციის თანახმად, კონფერენციას, რომელიც სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსებიდან 105 წლისთავს მიეძღვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი დემურ ჯალაღონია, პროფესორები, სტუდენტები, შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ შალვა ნუცუბიძისა და სხვა ქართველი ფილოსოფოსების ღვაწლზე ისაუბრა, რომლებმაც მსოფლიო ფილოსოფიურ აზროვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

„შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნით, ჩვენ პატივს მივაგებთ დიდ მეცნიერებს, ადამიანებს, რომლებზეც დგას უნივერსიტეტი. შალვა ნუცუბიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, ასევე, ჩვენი ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. მისი სახელი ცნობილია მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

რექტორის თქმით, შალვა ნუცუბიძის 1926 წელს გამოცემული ნაშრომი გერმანიაში რამდენიმე თვის წინ ხელახლა დაიბეჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაშრომები დღესაც აქტუალურია და ერთი საუკუნის შემდეგაც ევროპული ფილოსოფიური სკოლები იყენებენ მას.

„შალვა ნუცუბიძის შვილმა თამარ ნუცუბიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, სამეცნიერო საზოგადოებას შალვა ნუცუბიძის და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ დაფასებისთვის.

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში; ფილოსოფიის დარგების, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკისა და ზნეობის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის და სხვ. მიმართულებით; საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება; პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა