ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო უარს აცხადებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო.

„აშშ-ის ცალმხრივმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი, როგორც შუამავლის როლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესაძლებლად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის ჩატარება ვაშინგტონში, 2023 წლის 20 ნოემბერში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო`ბრაიანის განცხადებებს ეხმაურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ო’ბრაიენის განცხადებებს „კონტრპროდუქტიულ, უსაფუძვლო და მიუღებელ“ განცხადებებად აფასებს. უწყებაში განმარტავენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენასა და ო’ბრაიენის გამოსვლას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე დარტყმად და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრად განიხილავენ.

„აზერბაიჯანის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების მტკიცებით, აზერბაიჯანი ყოველთვის იმოქმედებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და ქვეყანა ყოველთვის გადამწყვეტად და ადეკვატურად რეაგირებს ყველა ნეგატიურ ნაბიჯზე, რომელიც ეწინააღმდეგება მის ეროვნულ ინტერესებს.

ცნობისთვის, ო`ბრაიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია და რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ამჟამად ბაქოზეა დამოკიდებული.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა