გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ნოემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, ნავაზი, ნავაზარი, წილკანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.

„10:00-დან 10:05 საათამდე აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, გალავანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, მაღრანი, შანკევანი.

11:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი.

12:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქ. მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, კარიბჭის, მირიანის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, მამულაშვილის, პეტრე იბერიელის, თაყაიშვილის, ფარნავაზის, ერეკლე II-ის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, პეტრიანი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ქვიტკირის წყარო, ციხევდავი.

12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა