ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის მდივანმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენი პარტნიორები არსად წასვლას არ აპირებენ და რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც მოლაპარაკების გახსნისთვის არის მნიშვნელოვანი, მათთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი იქნება

"ევროოპტომისტების" დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა სამი საკითხი განიხილა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, დეოლიგარქიზაციას და იუსტიციის საბჭოს რეფორმას.

როგორც დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ვენეციის კომისია მონიტორინგს გაუწევს მათი რეკომემდაციების შესრულებას.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. პირველი, ეს იყო საარჩევნო კომისია და ცვლილებები, რაც საარჩევნო კომისიას უკავშირდება და არის რეკომენდაციების გაუარესება, რაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ასევე, დეოლიგარქიზაცია და დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც პრაქტიკულად არ უნახავს ოპოზიციას, მედიას და საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ვენეციის კომისიის შეხედულება სისტემურ მიდგომაზე რჩება ძალაში. კიდევ ერთი საკითხი იყო იუსტიციის საბჭოს რეფორმა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის დასკვნაში 2 მნიშვნელოვანი ჩანაწერი მოხვდა, რომ ხაზს უსვამს ყოვლისმომცველო რეფორმის მნიშვნელობას, რაც ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ახალი საბჭო უნდა იქნას არჩეული და მეორე - კონკურსის დანერგვას, რაც იყო ბალკანეთში, უკრაინაში. ვენეციის კომისიის მდივანმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენი პარტნიორები არსად წასვლას არ აპირებენ და რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც არის სტატუსის მიღების შემდგომ მოლაპარაკების გახსნისთვის მნიშვნელოვანი, იქნება მათთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი", - განაცხადა დეკანოიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა