ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით საქართველო და ევროკავშირი ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი და შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ ამ პროექტის განხორციელების კუთხით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დღეს თბილისში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და ევროკომისარ კადრი სიმსონს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართული პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს პროექტი არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის.

„ეს არის ფლანგმანი პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ, ფიზიკურად დააკავშირებს ევროკავშირთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ის მოგვცემს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ინსტიტუციურად ვიყოთ მზად, გვქონდეს წვდომა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ფიზიკური წვდომის პირობებში, გვქონდეს ურთიერთმიმოცვლა და საქართველოში წარმოებული ენერგიის ექსპორტი მოხდეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც დღეს პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს განახლებად ენერგიებში მოხდეს ინვესტირება - რადგან საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ დაუკავშირდეს მაღალი მსყიდველობითი უნარის, უფრო პროგნოზირებად, სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა