თაზო დათუნაშვილი - არ დავინტერესებულვარ, რატომ გადაწყვიტა კობახიძემ, რომ მისი წყევლა-კრულვის სიაში მოვხვედრილიყავი, მაგრამ ამდენს სხვის სახეებზე არ ვილაპარაკებდი, როცა ზარქუა, ღუდუშაური და სხვები ჰყავს პარლამენტში

ამდენს სხვის სახეებზე არ ვილაპარაკებდი, როცა ირაკლი ზარქუა, ალუდა ღუდუშაური და სხვები ჰყავს პარლამენტში , - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ წევრი თაზო დათუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც პარტია „ლელოზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ „არანაირი ფული არ გიშველის, როცა შენი სახეა: გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი“.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართლი ოცნება“ ჩვეულებრივი „პოლიტიკური ცეხია“, სადაც სხვადასხვა ყალიბის და სხვადასხვა მასშტაბის „ცეხავიკები“ ფულს ჭრიან.

„არ დავინტერესებულვარ რატომ გადაწყვიტა, რომ მისი წყევლა-კრულვის სიაში მეც მოვხვედრილიყავი. ალბათ რაღაცებიო მკვეთრად მოხვდა თვალებში. „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების მთელი შემადგენლობა ერთი დიდი ზოოპარკივით გამოიყურება და ეს კაცი ზოოპარკის დირექტორივით. ასეთი შემადგენლობით ამდენს სხვის სახეებზე არ ვილაპარაკებდი, როცა ზარქუა, ალუდა და სხვები ჰყავს პარლამენტში.

ლაპარაკობს პოლიტიკური ცეხის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ „ქართლი ოცნება“ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცეხი, სადაც სხვადასხვა ყალიბის და სხვადასხვა მასშტაბის ცეხავიკები ფულს ჭრიან და ფულს აკეთებენ. რეალურად ამ ხალხმა ქართული პოლიტიკა გადააქცია ჩვეულებრივ ფულის საჭრელ დაზგად. იმაზე ცუდ ვითარებაში ვართ, ვიდრე შავარდნაძის დროს ვიყავით. „ქართული ოცნება“ მენტალურადაც ცეხია, ინტელექტუალურადაც ცეხია და რეალური ფუნქცია რაც აქვს დღეს ამ პარტიას, ეს არის ფულის კეთება. ვიღაც უფრო დიდი მასშტაბის ბიუჯეტის წურბელაა, გოცირიძე და სხვა მილიონერები ჰყავთ, ვიღაც უფრო პატარა მასშტაბისაა, მაგალითად ზარქუა და სხვები. სინამდვილეში ყველას ერთი რამ აინტერესებს, არც იდეა ამ ხალხს არ აქვს, არც შინაარსი ამ ხალხს არ აქვს, არც განათლება ამ ხალხ სარ აქვს, ერთადერთი მამოძრავებელი აქვთ, ფულით არიან მიბმულები. ივანიშვილი აძლევს საშუალებას, რომ ფული გააკეთონ. ეს არის მათი წარმატებაც და მთავარი პრობლემაც“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო