ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულს და ზუგდიდის მერს შეხვდა

ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, კლაუდია არპა სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი გუგუჩიას და ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდს ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია მეორე დღეა სტუმრობს. დელეგაციას ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი კლაუდია არპა ხელმძღვანელობს.

ავსტრიის დელეგაციასთან სასტუმრო "ლეთო"-ში სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან ერთად და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს.

“შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ასევე, საქართველოსთვის ავსტრიის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავსტრიის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო მიმართულებით არსებულ პროგრამებზე, მათ შორის სასკოლო და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ტიროლის ფედერალურ მიწასათან თანამშრომლობის საკითხებს. ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.

ავსტრიის დელეგაციის წევრები 15 ნოემბერს ,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის", რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

დელეგაციასთან ერთად, ზუგდიდში ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი იმყოფება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა