“საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ - არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია დაინტერესებულია უსინათლოთა კავშირის ქონების დაპატრონებით - ხვალ რეგიონებიდან  ჩამოჰყავთ უსინათლოები, რომელთა მიზანია ცენტრალური ოფისის დაკავება

საქართველოს უსინათლოთა კავშირის განცხადებით, “არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია უსინათლოთა კავშირის ქონების დაპატრონებითაა დაინტერესებული და მიზნის მისაღწევად კავშირის მცირერიცხოვან მარგინალთა ჯგუფს იყენებს, ქაოსის, დესტაბილიზაციისა და არეულობის შესაქმნელად”.

აღნიშნულის შესახებ უსინათლოთა კავშირმა დღეს ბრიფინგი გამართა.

როგორც კავშირის გამგეობაში აცხადებენ, ხვალ მათი ოცდამეთვრამეტე ყრილობა დისტანციურად ტარდება და აქვთ ინფორმაცია, რომ ყრილობის დელეგატისა და პარტია “საქართველოსთვის” წევრის გიორგი ენუქიძის მიერ დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებით რეგიონებიდან უსინათლოები ჩამოჰყავთ, “რომელთა მიზანი კავშირის ცენტრალური ოფისის დაკავება და თვითმარქვია ხელმძღვანელად გიორგი ენუქიძის გამოცხადებაა”.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ უკანასკნელ ხანებში პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის”, აქტიურად ებრძვის საქართველოს უსინათლოთა კავშირს, რათა ხელში ჩაიგდოს მისი ქონება.

ამ მიზნით გასულ წელს პარტიის დაფინანსებით გიორგი ენუქიძეს ჰქონდა მცდელობა კავშირის ყრილობის ჩაშლისა და იმის, რომ დებოშის პირობებში მოეხდინა, კავშირის ხელისუფლების მიტაცება, რაც არ გამოუვიდა.

17 ნოემბერს დისტანციურად ტარდება კავშირის ოცდამეთვრამეტე ყრილობა.

კავშირის ცენტრალურ ოფისში სუსტი ინტერნეტ მომარაგების გამო, დელეგატები ყრილობაზე ჩაერთვებიან პლატფორმა “გუგლმითის” მეშვეობით.

17 ნოემბერს ორგანიზაცია იმუშავებს ონლაინ რეჟიმში.

სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დაფინანსებით, მათი პარტიის წევრის, ყრილობის დელეგატის გიორგი ენუქიძის თაოსნობით დაქირავებული სამარშუტო ტაქსებით რეგიონებიდან ჩამოყავთ უსინათლოები, რომელთა მიზანი გახლავთ კავშირის ცენტრალური ოფისის დაკავება და თვითმარქვია ხელმძღვანელად ენუქიძის გამოცხადება.

განმეორებით ვაცხადებთ, რომ ხვალ კავშირის ცენტრალური ოფისი იქნება დაკეტილი და მოვუწოდებთ ჩვენივე წევრებს, არ აყვნენ გიორგი ენუქიძის ავანტურისტულ მოწოდებებს, რათა თავი აარიდონ სამართალდარღვევაში თანამონაწილეობას.

ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ კავშირის ცენტრალური ოფისის უსაფრთხოება.

კვლავ ვიმეორებთ, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია დაინტერესებულია უსინათლოთა კავშირის ქონების დაპატრონებით და თავისი მიზნის მისაღწევად იყენებს კავშირის მცირერიცხოვან მარგინალთა ჯგუფს, ქაოსის, დესტაბილიზაციისა და არეულობის შესაქმნელად.

მოვუწოდებთ პარტიას “საქართველოსთვის”, ასევე სხვა დაინტერესებულ გარეშე პირებს, თავი შეიკავონ და არ ჩაერიონ საქართველოს უსინათლოთა კავშირის საქმიანობაში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან