ბენიამინ ნეთანიაჰუ - არსებობდა ძლიერი მინიშნებები, რომ მძევლები ალ-შიფას საავადმყოფოში იმყოფებოდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არსებობდა "ძლიერი მინიშნებები", რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლები ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

„ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საავადმყოფოში შევედით", - განაცხადა ნეთანიაჰუმ CBS-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, როდესაც ისრაელის ჯარები საავადმყოფოში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ. „ისინი რომ იქ ყოფილიყვნენ, გამოიყვანდნენ”, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, ისრაელმა არაერთხელ დაადანაშაულა „ჰამასი“, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ბაზა აქვს განთავსებული, რასაც დაჯგუფება უარყოფს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს