2023 წლის ბოლომდე, დამატებით, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები დასრულდება

ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების ერთიანი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების“ მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილია 40 „საქმიანი ეზო“; დამატებით 17 ახალი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში დასრულდება.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ყუდროში გაეცნო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული პასუხისმგებლობა აქვს, მოსახლეობა ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით უზრუნველყოს. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც.

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით და მათ არ მოუწევთ ამისთვის საკუთარი რესურსების მოძიება და ტყეში საფრთხის შემცველი საქმიანობის წარმოება. გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო“ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

მათივე ინფორმაციით, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს მოიცავს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს, საქართველოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო