ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ქართლის ქარის ელექტროსადგური დაათვალიერეს

საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ და პირადად გაეცნენ ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას და მისი მუშაობის პროცესს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ევროკომისარმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს.

როგორც მათ აღნიშნეს, პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ კი განახლებადი ენერგიების სექტორში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი 2016 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ; გამომუშავება კი 84.1 მლნ. კვტ/სთ-ს შეადგენს. ის რეგიონში პირველი ამ ტიპის პროექტია.

დღეს მხარეების მიერ როგორც შეხვედრისას, ისე პრესკონფერენციაზე ხაზგასმულ იქნა, რომ განახლებადი ენერგიების განვითარების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული და პერსპექტიული მიმართულებაა და მომავალშიც გაგრძელდება კონკრეტული პროექტების სახით.

კადრი სიმსონმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, მნიშვნელოვანია და საჭირო საქართველოში განახლებადი ენერგიების სექტორში, კერძოდ კი ქარისა და მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ხორციელდებოდეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე