ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოსთან მეორე მძევლის ცხედარიც აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლომდებარე შენობაში მეორე ისრაელელი მძევლის ცხედარიც აღმოაჩინეს.

თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების კაპრალის, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს.

„ჰამასმა“ რამდენიმე დღის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მარჩიანო ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში 65 წლის მძევლის, იეჰუდიტ ვაისის ცხედარი იპოვეს. იეჰუდიტ ვაისი „ჰამასმა“ მძევლად 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანა, მისი ქმარი კი მოკლეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს