ინალ არძინბა - ჩვენი კარი დაიხურება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.

ინალ არძინბას თქმით, გაერო-ს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე.

მისივე თქმით, ეს აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.

ამასთან, როგორც ინალ არძინბა აცხადებს, მათთვის, ვისაც სურს „გაანადგუროს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილოს, უახლოეს მომავალში აფხაზეთის კარი დაიხურება.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

არძინბამ მტკიცებით, გაერო-ს სააგენტოები „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელების პროგრესით და იმ პუბლიკაციებით, რაც აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ქვეყნდება“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის