„თიბისი“ მომხმარებლებს განახლებულ ლოიალობის პროგრამა - „ერთგულს“ სთავაზობს

„თიბისის“ ცნობით, ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ უპრეცედენტო განახლებით ბრუნდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთგული ქულები „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას დააგროვოს.

მათი ინფორმაციით, ამასთანავე, უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი - 1 ქულა= 1 ლარს.

„თუ გაქვს „თიბისის“ ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და შეგიძლია ისარგებლო: სპეციალური ერთგული შეთავაზებებით, რომ უფრო მეტი ქულა დააგროვო; ფასდაკლებებით, პარტნიორ ობიექტებში ერთგული ქულებით გადახდისას.

„თიბისი“ ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათით, მით მეტს აგროვებ. ხოლო თუ ბარათით გადახდებთან ერთად „თიბისის“ სხვა პროდუქტებსაც იყენებ (ვადიანი ანაბარი/სესხი), კიდევ უფრო მეტი ერთგული ქულა დაგიგროვდება.

ერთგული სრულად არის ინტეგრირებული ციფრულ ბანკთან. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი და გაეცნო ერთგულ შეთავაზებებს.

ერთგული ქულებით გადახდაც უფრო გამარტივდა. ქულებით ნივთის შესაძენად, ბარათი აღარ დაგჭირდება. გახსნი ციფრული ბანკის აპლიკაციას, დაასკანერებ POS ტერმინალის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს და აირჩევ ქულებით გადახდას.

ერთგული ქულები გროვდება ყველგან, სადაც „თიბისის“ ტერმინალია. ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას დააგროვებ. გადახდაში ითვლება მხოლოდ „თიბისის“ ტერმინალებზე ან „თიბისი“ ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქციები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის