ელგუჯა ბაგრატიონი - ორი წელი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან და მასთან დაკავშირებული საქმე დღემდე გამოუძიებელია - მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ დანაშაული

ორი წელი გავიდა ჩვენი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების და ჩანაწერის საჯაროდ გამოქვეყნებისა, დღემდე გამოუძიებელია. მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს დანაშაული, ოჯახი დაზარალებულად ცნონ, რათა გამოძიების მასალებთან წვდომა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოუწოდა, რომ გამოძიებას ყურადღებით დააკვირდნენ.

„ორი წელი გავიდა ჩვენი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან. მას შემდეგ, რაც 2021 წლის არჩევნებზე „რუსულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და უმრავლესობით მოვიდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ დავალება გასცა, რომ ეს ბალანსი როგორმე აღედგინა თორნიკე რიჟვაძეს. მას შემდეგ თორნიკე რიჟვაძე, რა თქმა უნდა, ქმედებაზე გადავიდა და საკრებულოს წევრების მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა დაიწყო. სამწუხაროდ, მათ შორის იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც არ გაიყიდა, მან ერთგულება დაუმტკიცა თავის ამომრჩეველს და თავის თანაგუნდელებს, მაგრამ ვერ გაუძლო მისმა ჯანმრთელობამ, გულმა და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება და არაერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა საჯაროდ, დღემდე გამოძიებული არ არის. ვერ იქნება და არ იქნება გამოძიებული მანამ, სანამ თორნიკე რიჟვაძე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ინარჩუნებს და მისი მამა პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობას, ამიტომ მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს დანაშაული, ოჯახი დაზარალებულად ცნონ, რათა ოჯახს გამოძიების მასალებთან წვდომა ჰქონდეს. ასევე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ამ გამოძიებას. ჩვენ არ შევეგუებით და არ შევარჩენთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობას, აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას იღებდა მის გარდაცვალებაში“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია