ბენიამინ ნეთანიაჰუ - უნდა მოვახდინოთ ღაზის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ძალების მცდელობები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე შემცირებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა პრემიერი ამაში „ჰამასს“ ადანაშაულებს.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ აღმოსაფხვრელად მოქმედებს, მაგრამ დაჯგუფება მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

„კიდევ ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ვეცდებით დავასრულოთ ეს სამუშაო მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმალური მსხვერპლით, ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ: მინიმალური მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმატებულები არ ვართ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელს სურს „საერთო სამხედრო პასუხისმგებლობა ღაზაში ტერორის ხელახალი გაჩენის თავიდან ასაცილებლად“, მაგრამ არა ანკლავის ხელახალი ოკუპაცია.

„ამისთვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ღაზას დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია. იქ ისრაელისა და პალესტინელისთვის განსხვავებული რეჟიმი და სხვა მომავალი უნდა იყოს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია