გიორგი პერტაია ბრიუსელში, ევროპალატის მიწვევით გამართულ ღონისძიებაში - „ევროპარლამენტი კომპანიებისთვის“ მონაწილეობდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ბრიუსელში, ევროპალატის მიწვევით გამართულ ღონისძიებაში "ევროპარლამენტი კომპანიებისთვის"- მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპალატისა და ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პალატებთან ერთად, 700 მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანია იღებდა მონაწილეობას.

„შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ძირითად კომპონენტები, რომელიც ხსნის საერთაშორისო ბაზრებს ევროპული საქონლის, მომსახურების, ინვესტიციებისა და სახელმწიფო შესყიდვებისთვის.

აღნიშნული შეხვედრები მეწარმეებს აძლევს საშუალებას გამოკვეთონ ბიზნესის მთავარი გამოწვევები და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებთან ერთად განიხილონ მათი გამოწვევები.

ღონისძიების ამოცანაა ბიზნესებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პოტენციალი და შესაძლებლობები. ფორუმი უზრუნველყოფს ბიზნესისგან უკუკავშირს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკა ბიზნესზე.

მეწარმეებმა ძირითადი აქცენტები გააკეთეს კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაზე და ენერგოკრიზისზე, რომელიც განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო